ფინანსები
26/06/2023

დეპოზიტების დოლარიზაცია გაზრდილია - ბანკების რეიტინგი

სებ-ის განახლებული სტატისტიკით, ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტები, წლიურად (Y.Y) 18%-ზე მეტით არის გაზრდილი.

საცალო დეპოზიტები, რომელიც მოიცავს რეზიდენტების და არარეზიდენტების  მიმდინარე საბანკო ანგარიშებს, მოთხოვნამდე და ვადიან დეპოზიტებს, 1 ივნისის მდგომარეობით (01.06.2023) 23.6 მლრდ ლარია (01.06.22 - ₾19.9 მლრდ; +18.6%Y.Y).

სისტემურ ბანკებზე მზარდი პორტფელი პატარა და საშუალო ბანკებს  აქვს. მ.შ. ყოფილ მისოს "კრედო", რომლის პორტფელში ფიზიკური პირების ანაბრები თითქმის  გაორმაგებულია. ბაზარი  ზრდას ბოლოდროინდელ მიგრაციულ პროცესებს უკავშირებს.  

   01.06.2023   01.06.2022 ₾
საქართველოს ბანკი 10,563,413 8,345,251 ₾
თიბისი ბანკი   8,867,223 7,806,477 ₾
ლიბერთი ბანკი    1,449,659 1,242,371 ₾
ბაზისბანკი      886,174   830,798 ₾
კრედო       453,137   271,715 ₾
პროკრედიტ ბანკი       407,336   449,554 ₾
ტერა ბანკი       402,637   416,427 ₾
ქართუ      397,249   360,673 ₾
ბანკ                       ბანკ             ბანკ           ₾

წყარო: კომერციული ბანკები 000 ₾

სულ, საბანკო სექტორში 45.5 მლრდ ლარამდე არასაბანკო დეპოზიტებია. მაისში, ვადიანი დეპოზიტების 641 მილიონიანი ზრდა აღინიშნა.  დოლარიზაციის კოეფიციენტი 49.5%-მდეა მომატებული Q1/2023 - 46,5%.

აპრილ-მაისში დეპოზიტების დოლარიზაცია 6.5%-ით  გაზრდილია (3%პ-ით).