ფინანსები
27/01/2021

დავით კიკვიძე: დაუწერელი კანონია, კრიზისის დროს ბანკები დაკრედიტების პოლიტიკას ამკაცრებენ

საბანკო სფეროს სპეციალისტები ელიან, რომ კომერციული ბანკები 2021-ში დაკრედიტების მკაცრ პოლიტიკას შეინარჩუნებენ.

საბანკო პროდუქტების ექსპერტის, დავით კიკვიძის განმარტებით, დაკრედიტების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის.

„თუმცა კრიზისის ფონზე ბანკები ამკაცრებენ დაკრედიტების პოლიტიკას. ეს დაუწერელი კანონია და ამას ბანკები აკეთებენ იმისთვის, რომ პორტფელი არ გაუარესდეს. იმისთვის რომ სტიმული მიეცეს ეკონომიკას, შესაძლებელია, გარკვეული პრინციპების მოძებნა და დაკრედიტების პოლიტიკის შემსუბუქება,“ - აცხადებს დავით კიკვიძე.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 858.68 მლნ ლარით, დაახლოებით 2%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 38.22 მლრდ ლარი შეადგინა.

თითქმის 3%-იანი ზრდაა დეპოზიტების მიმართულებითაც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის 1-ელი იანვრისათვის 34.63 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.04 მლრდ ლარით, ანუ 3.09%-ით მეტია 1-ელი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022