ფინანსები
22/09/2022

დაკრედიტების ზრდა შენელდა /ბანკების რეიტინგი/

საბანკო სექტორის დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდა 7.8% -მდე დაეცა. შარშან 8 თვის მდგომარეობით (01.09.2021) 16.1%-მდე ზრდა იყო.

ტემპი სებ-ის რეკომენდებულ კოეფიციენტზე დაბალია. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ დაკრედიტების 10-15%-ზე მაღალი ზრდა ფინანსური სტაბილურობის შერყევის რისკს ქმნის. შესაბამისად მკაცრის მონეტარული პოლიტიკით და რეგულაციებით თოკავს.

სავარაუდოდ დაკრედიტება უფრო შენელდება. სებ-ის ბოლო რეგულაციის  1%-იანი ეფექტი ჯერ არ ასახულა (სამომხმარებლო სესხის ვადის 3 წლამდე დამოკლების). არც FED-ის და ECB–ს გამკაცრებული პოლიტიკა.

რეიტინგში სანქცირებული ვითიბი TOP-4-დან ბოლო ოთხეულშია გადანაცვლებული. ვითიბის აქტივით გამსხვილებულ ბაზისბანკის პორტფელი კი თითქმის გაორმაგებულია. 

ბანკები საკრედიტო პორტფელით 000 ₾)

 

 

01.09.2022

01.09.2021

თიბისი ბანკი

16,770,500

15,277,707

საქართველოს ბანკი

15,590,778

14,431,938

ლიბერთი

  2,380,935

  1,849,349

ბაზისბანკი

  2,055,106

  1,100,900

კრედო

  1,688,417

  1,196,364

პროკრედიტ ბანკი

  1,206,845

  1,340,363

ტერაბანკი

  1,053,348

     922,001

ბანკი ქართუ

     794,105

  1,008,297

ხალიკ ბანკი

     646,455

     609,520

პაშა ბანკი

     346,357

     289,390

ვითიბი ბანკი

     290,551

  1,528,454

იშ ბანკი

     268,750

     234,737

ზირაათ ბანკი  

       97,981

       78,794

სილქ ბანკი

      23,207

       12,517

წყარო: კომერციული ბანკები 

Businesspartner