
ფინანსები
25/09/2023
დაკრედიტების ზრდა 11%-მდე შემცირდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 226.32 მლნ ლარით (0.47%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და აგვისტოს ბოლოს 48.02 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის სტატისტიკით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 409.48 მლნ ლარით (1.57%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 183.15 მლნ ლარით (0.84%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.08%-ით).
კურსის ეფექტის გათვალისწიებით, წლიური ზრდა 11% -ია, გაუთვალისწინებლად 14.6%.