ფინანსები
27/04/2022

დაკრედიტება შენელდა - კრედო Top-5 ში ინაცვლებს /ბანკების რეიტინგი/

ბანკების სასესხო პორტფელი, I კვარტალში (Q1/2022) წლიურად 43.3 მლრდ ლარამდეა გაზრდილი  (Q1/2021 – ₾ 39 მლრ; +11%Y.Y). ტემპი სებ-ის მდგრადობის კრიტერიუმს პასუხობს. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ დაკრედიტების 10-15%-იანი წლიური ზრდა  ფინანსური სტაბილურობის შერყევის რისკს ხსნის (Q1/2021-ში ზრდა იყო 15%-მდე Y.Y).

სებ-ის სტატისტიკით, 2022 წლის მარტში ზრდაა 67.52 მლნ ლარი (+ 0.16% m.m). გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, +1.1% m.m. პორტფელის დოლარიზაცია 50.4%-ია.

იურიდიული პირების დაკრედიტება 20.3 მლრდ ლარამდეა გაზრდილი, მათ შორის 13.7 მლრდ-ის  უცხოურ ვალუტაშია, 6.7 მლრდ ლარში.  საცალო სესხები მარტში, 0.8%-ით  175 მლნ ლარით, 22.2 მლრდ ლარამდეა გაზრდილი (Q1/2021 - ₾ 19.25  მლრდ; + 15.1%Y.Y).

> 1 მლრდ  ლარზე მეტი მოცულობის პორტფელიანი 7 ბანკიდან , ყველაზე მზარდი  კრედოს დაბანდებაა, 50%-იანი წლიური მატებით. ბაზისბანკის პორტფელის ზრდა უფრო მაღალია, თუმცა ვითიბის აქტივის შეძენის ხარჯზე.

ბანკების რეიტინგი დაკრედიტებით (000 ₾)

 

ბანკი

Q1/2022

Q1/2021

თიბისი ბანკი

16,871,809

15.024,294

საქართველოს ბანკი

15,590,895

13.719,450

ლიბერთი

2,276,287

  1.775.424

ბაზისბანკი

1,990,023

  1.095.158

კრედო

1,516,809

  1.087,764

პროკრედიტ ბანკი

1,343,594

  1.425.575

წყარო: სებ-ი & ბანკები

Businesspartner