ფინანსები
22/06/2023

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სსფ გვედგას გვერდში - თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა წარადგინა.

თურნავამ მადლობა გადაუხადა  საბჭოს წევრებს, მათ შორის იმ 2-საც, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

თურნავას თქმით, მის მმართველობისას სებ-ში დაწყებული რეფორმები გაგრძელდება, მათ შორის დედოლარიზაციის კამპანია, ევროს ერთიანი გადახდების არეალზე მიერთების. სანქციებთან მიმართებაში ყველა ვლდებულება კვლავ განუხრელად შესრულდება.

უკვე სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებზე საპუხოდ განაცხადა, რომ  სსფ-სთან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ქვეყნისთვის პროგრამის შენარჩუნება მისი პრიორიტეტია. 

თქვა რომ სებ-ის დამოუკიდებლობას  საფრთხე არ ემუქრება. მისი ყველა გადაწყვეტილება იქნება გამჭვირვალე. 

პირველი ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნება. აღნიშნა, რომ  სხვადასხვა ბიზნესმენთან და ყოფილ მინისტრებთან, სხვადასხვა პლატფორმაზე გარკვეული კომუნიკაცია ჰქონია და ეს ბუნებრივია.

"სებ-ის დამოუკიდებლობა არ გამორიცხავს მთავრობასთან თანამშრომლობას", - თურნავას თქმით, სებ-ი კარგია, როცა კოორდინაციაშია ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელ ყველა რგოლთან. 

მისივე თქმით, სებ-ის დამოუკიდებლობაზე სავალუტო ფონდის კითხვები მალე მოიხსნება და  სტრუქტურული ბალანსი აღდგება.

"სსფ სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, რეფორმების მიმართულებით, ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით და ბევრი სხვა მიმართულებით", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

 

Businesspartner