ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია "უნისონი“
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსსგამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე „ბიზნესპარტნიორის“ კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.
„უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,ამას ახრახაძე ვერ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ მათი რაოდენობა მინიმალურია.
როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში "უნისონის" ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული. ამავდროულად განმარტავს, რომ დღეს გეგმიური მომსახურების მიღება ისედაც შეზღუდულია.
„მოგეხსენებათ, მოსახლეობა გეგმიური სერვისისგან ისედაც თავს იკავებს. ახლა მთავარია კოვიდის მართვა ქვეყანაში და ყველა შეგნებული ადამიანი თავს იკავებს,“ - აცხადებს ვასილ ახრახაძე.
როგორც „უნისონის“ ხელმძღვანელი განმარტავს, ზოგადად, სადაზღვევო კომპანიები სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები არ არიან და ვერც იქნებიან, რადგან სადაზღვევო კომპანიები არიან ფინანსური ინსტიტუტები.
„სადაზღვევო კომპანია ვერ მართავს ვერც კოვიდ პაციენტს და ვერც არაკოვიდ პაციენტს. ჩვენ ამ სერვისს ვყიდულობთ ჩვენი ბენეფიციარების სასარგებლოდ სხვადასხვა კლინიკიდან. უშუალოდ „უნისონი“, მაგალითად, ამ სქემით მუშაობს. ჩვენ სახელმწიფოს მივეცით ის რესურსი, იმ ოჯახის ექიმების კოორდინატები, რომლებიც ჩვენ გვემსახურებიან. მათ მივეცით საშუალება და პრიორიტეტი ჩაერთონ 112-ის ქსელში და მოხდეს ზარების გადამისამართება. ეს ყველაფერი მოხდება პარარელურად, სადაზღვევო კონტიგენტის მომსახურეობისა.
ჩვენ არ ვართ და ვერც ვიქნებით პასუხისმგებელი პაციენტის მართვაზე. ოჯახის ექიმს აქვს ლიცენზია როგორც მედიკოსს და ამ ლიცენზიის ფარგლებშია პასუხისმგებელი. ჩვენ ვართ გამტარები და ჩვენ მმართველები ვერ ვიქნებით,“ - აცხადებს ვასილ ახრახაძე.
შეგახსენებთ, სადაზღვევო ინდუსტრია COVID-19-ის მართვაში 26 ოქტომბრიდან ჩაერთო. ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ფორმით ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ინფიცირებულთა მართვაში, არც კონკრეტულ გაიდლაინებზე უთქვამს რამე, თუმცა აღნიშნა, რომ დაზღვეულები იხდიან მომსახურებაში შესაბამის თანხას.