ფინანსები
29/12/2020

"ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მაღალია" - საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა ტექნოლოგიების დანერგვით იგეგმება

ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას ტექნოლოგიების დანერგვით გეგმავს.

პანდემიამ დაგვანახა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ძალიან მაღალია, - ფინანსთა მინისტრი ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის შემცირებისთვის ტექნოლოგების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„პანდემიამ დაგვანახა,  რომ განსაკუთრებით ტურიზმი კორელაციაშია ჩრდილოვან ეკონომიკასთან. ტურიზმი როგორც შემცირდა, იმავე წილით არ შემცირებულა შემოსავლები. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თოფიანმა კაცმა მეტად იაროს, არა, აქ საუბარია ტექნოლოგიები მეტად გამოვიყენოთ. ახალგაზრდა ქვეყნები უფრო სწრაფად ნერგავენ ტექნოლოგიებს, ეს არის შესაძლებლობა. მაგალითად,  ჩინეთის მაგალითი, როდესაც ტელეფონით ხდება გადახდა და ყველაფერი აღრიცხულია, ცირფრულია.  ადრე თუ ვამბობდით ეს კარგი და საინტერესოა, ახლა ეს ნაბიჯები აუცილებელია.  მაგალითად ხელფასის უნაღდო ანგარიშსწორება, რომ ჩრდილიდან გამოვიდეს ხელფასები. თუ ჩვენ გვინდა ჩრდილოვან ეკონომიკას ვებრძოლოთ,  უნდა ვებრძოლოთ ტექნოლოგიებით. საცალო სექტორში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები დავნერგოთ თავად მყიდველი იყოს დაინტერესებული მოახდინოს ელექტრონული გადახდა. ეს არის რესურსი და არ არის ველოსიპედის გამოგონება. ეს მოგვემს შედეგს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას.

მინისტრი ამბობს, რომ  არსებულ ვითარებაში მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

Businesspartner