ფინანსები
19/07/2021

ბუცხრიკიძე EBRD-ის ემისიაზე: ფინანსური სექტორისთვის ლარში დაფინანსება მნიშვნელოვანია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ემიტირებული 157 მლნ ლარის ობლიგაციები თიბისი ბანკმა სრულად შეიძინა.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი პანდემიის პირობებში, მულტივალუტაში დაფინანსების გაცემას (დაფინანსების უზრუნველყოფის გარეშე) თიბისისა და EBRD-ს შორის ნდობის დასტურს უწოდებს. 

„ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს. მინდა მადლობა ვუთხრა თიბისი კაპიტალის გუნდს ობლიგაციების წარმატებით გამოსაშვებად გაწეული სამუშაოსთვის“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

EBRD-მა თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157.5 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა