BOGG-ის TOP მენეჯმენტში ცვლილებაა - ლევან ყულიჯანიშვილი თანამდებობას 12 მაისიდან დატოვებს
ლევან ყულიჯანიშვილი, რომელიც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას საოპერაციო მიმართულებით იკავებს, 12 მაისს თანამდებობას დატოვებს.
Bank of Georgia Group PLC (BOGG)-ს ინფორმაციით, ყულიჯანიშვილის ძირითად მოვალეობებს დროებით, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი შასრულებს, იმ დრომდე, სანამ არ შეირჩევა ახალი COO.
„მინდა მადლობა გადავუხადო ლევანს ბანკში მრავალწლიანი, თავდადებული საქმიანობისთვის. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბანკის განვითარებაში და მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მას წარმატებებს ვუსურვებ. მე დროებით გავუწევ ზედამხედველობას მთავარი ოპერაციული ოფიცრის ფუნქციებს, სანამ არ შეირჩევა ახალი COO. ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად ჩვენ ფოკუსირებას გავაკეთებთ ბანკის back-office-ის ოპერაციების განახლებასა და შემდგომ დიჯიტალიზაციაზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ
ინფორმაციისთვის, ლევან ყულიჯანიშვილი ბანკს 1997 წელს შეუერთდა და მთელი ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ის 2000 – 2009 წლებშ შიდა აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2009 წლიდან კი ხარისხის შესაბამისობის და შიდა კონტროლის განყოფილება გადაიბარა. ლევან ყულიჯანიშვილი 2016 წელს დაინიშნა გენერალური დირექტორის მოადგილედ ფინანსების განხრით.
ყულიჯანიშვილი ფლობს გრენობლის ბიზნესის სამაგისტრო სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ვაჭრობის ბაკალავრის ხარისხს.