ფინანსები
10/03/2022
BOGG-ის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია
ნილ ჯანინი, რომელიც „საქართველოს ბანკის ჰოლდინგს“ 2010 წლიდან ხელმძღვანელობს, ბანკს ტოვებს.
„საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილება უკვე დაანონსდა. მალე საბჭოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ამ პოსტზე ნილ ჯანინს მალე მელ კარვილი ჩაანაცვლებს.
მანამდე 10 მარტიდან კარვილი „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. კარვილს საფინანსო სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.