
BOGG 2022 წლის საბოლოო დივიდენდს გაანაწილებს
Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) აქციონერები 19 მაისის წლიურ კრებაზე საბოლოო დივიდენდის 07/2023-ში გაცემას დაამტკიცებენ. გასაცემელი დივიდენდი შეადგენს ერთ აქციაზე 5.80 ლარს. დივიდენდი გაიცემა
სულ, 2022 წლის მოგებიდან გაცემული დივიდენდი შეადგენს 7.65 ლარს.
Q1/2023 –ის ანგარიშში ბანკის CEO არჩილ გაჩეჩილაძე აქციების გამოსყიდვის და გაუქმების პროგრამაზეც აღნიშნავს, რაც გასული წლის ივნისში დაიწყო. 113 მილიონი ლარის პროგრამის დამთავრების შემდეგ, 2023 წლის 16 თებერვალს ჯგუფმა დაანონსა აღნიშნული პროგრამის გაგრძელება დამატებით 148 მილიონ ლარამდე.
ჯგუფმა სულ, დივიდენდების, ასევე აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში 2022 წლის მოგებიდან 37% გაანაწილა.
2023 წლის 11 მაისის მდგომარეობით, უკვე გამოსყიდულია 2,684,436 ცალი აქცია და აქედან 2,501,936 გაუქმებულია, რაც აღნიშნული პროგრამის დაწყებამდე ჯგუფის აქციების 5.1%-ს შეადგენს.