ფინანსები
25/09/2023

BMatch-ზე სებ-ის შესყიდვები შემცირებულია

აგვისტო-სექტემბერში ნაღდი ფული მიმოქცევაში 5.750 მლრდ ლარამდე გაიზარდა. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, აქედან მხოლოდ სექტემბერში სისტემას 169 მილიონი ლარის ლიკვიდობა გამოეცალა. ბოლო დღეებში გამართულმა სავალუტო აუქციონებმა კი ლიკვიდობა კიდევ 175 მილიონი ლარით შეამცირა. 

სულ, სებ-მა 3 აუქციონით, ბაზრისთვის ვალუტის მიწოდებით, მიმოქცევიდან 170 მილიონ ლარზე მეტი ამოიღო.

აშშ დოლარი ყველაზე იაფად ($1 - ₾2,6682) ბოლო, ორშაბათის აუქციონზე გაყიდა ($30 მლნ-დან, 7.6 მილიონი).

ამის საპირისპიროდ, ბაზარს, სექტემბერში ₾1 მილიარდზე მეტის ლიკვიდობა რეფინანსირების სესხებით მიეწოდა, სამთავრობო კონვერტაციებით კი 330 მილიონი ლარით შემცირდა. 

აგვისტოში ერთთვიანი და ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები არ გაცემულა. ერთდღიანი სესხი 20 მილიონი ლარით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები.

აგვისტოში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების აქტივობები თითქმის მთლიანად სპოტ გარიგებებით შედგა (>99%) და $3 მილიარდი შეადგინა. ძირითადი ნაწილი (>90%) იურიდიულ პირებსა და
შინამეურნეობებზე, 1%-ის ფარგლებში, არარეზიდენტ ბანკებზე და 3.7% სებ-ზე მოდიოდა.

აგვისტოში BMatch-ზე სებ-ის წმინდა შესყიდვის მოცულობა 110 მლნ აშშ დოლარია (07/2023 - $278.5 მლნ).

სებ-ის წილი მთლიან ვაჭრობაში თვეების მიხედვით (2023)

იანვარი  4.9%
თებერვალი  3.4%
მარტი  7,2%
აპრილი  10.8%
მაისი 5.2%
ივნისი 5.0% 
ივლისი 9.1%
აგვისტო 3.7%

წყარო: სებ-ი

Businesspartner