ფინანსები
05/11/2020

BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.4050 ლარად ივაჭრება, ბანკებში 1 დოლარი 3.4500 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3650-ით დაიწყო, 11:00 საათისთვის 1 დოლარი 3.4050 -ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3409 ლარი შეადგინა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3500 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.4500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის  ყიდვა 3.3800 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.4400 ლარად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს მორიგი ინტერვენცია განახორციელა.ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა.ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე $709,65 მლნ აქვს გაყიდული.