ფინანსები
25/09/2020
BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.3525 ლარად ივაჭრება, ბანკებში 1 დოლარი 3.3850 ლარი ღირს
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3175-ით დაიწყო, 11:42 საათისთვის 1 დოლარი 3.3525-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2897 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2850 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.3850 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3200 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.3800ლარად.