ფინანსები
04/03/2022

BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.2700 ლარად ივაჭრება, ბანკებში დოლარი ₾3.3400 ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2200-ით დაიწყო, 14:45 საათისთვის 1 დოლარი 3.2700-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2419 ლარი შეადგინა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3400 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2000 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3200 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2200 ლარად.

BBC-ის ინფორმაციით,რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა.რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT--ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა. 

შეგახსენებთ, დღეს რუსეთ-უკრაინის ომის მეცხრე დღეა.