ფინანსები
03/11/2020

BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს

ლარი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაფიქსირებულ ნიშნულს უახლოვდება.Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2425-ით დაიწყო, 10:40 საათისთვის 1 დოლარი 3.2600 -ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2438 ლარი შეადგინა.

 

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.3000 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის  ყიდვა 3.2400 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2800 ლარად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ  მორიგი ინტერვენცია განახორციელა.ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა.ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე $709,65 მლნ აქვს გაყიდული.