ფინანსები
25/02/2022

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1900 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2042-ით დაიწყო, 10:45 საათისთვის 1 დოლარი 3.1900-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1331 ლარი შეადგინა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2650  ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1250 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1200 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2600 ლარად.