ფინანსები
17/09/2020
BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.1890 ლარად ივაჭრება, ბანკებში 1 დოლარი 3.2330 ლარი ღირს
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1875-ით დაიწყო, 12:15 საათისთვის 1 დოლარი 3.1890-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1547 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1430 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2330 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1700 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2100 ლარად.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა მორიგი ინტერვენცია განახორციალდა ბაზარს $40 მლნ მიაწოდა.