BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.1875 ლარად ივაჭრება, ბანკებში დოლარი ₾3.2750 ღირს
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1302-ით დაიწყო, 12:45 საათისთვის 1 დოლარი 3.1875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1540 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2750 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0950 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1200 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2600 ლარად.
BBC-ის ინფორმაციით,რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა.რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT--ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა.