ფინანსები
28/03/2022
Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.16 ლარად ივაჭრება
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ლარი დოლართან მიმართებაში მყარდება.
ვაჭრობა $1/3.20-ით დაიწყო, 16:05 საათისთვის კი ნიშნული 3.16-მდე ჩამოვიდა, ეს მარტის დასაწყისიდან ლარის გამყარების ყველაზე მაღალი ნიშნულია.
3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება Bloomberg-ის სისტემაში 3.2419 ლარი იყო.