ფინანსები
14/09/2020

BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.1325 ლარად ივაჭრება, ბანკებში 1 დოლარი 3.1650 ლარი ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1208-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1325-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1140 ლარი შეადგინა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1650 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0850 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1050 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.1450 ლარად.