ფინანსები
10/09/2020
BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.1220 ლარად ივაჭრება, ბანკებში 1 დოლარი 3.14 ლარი ღირს
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1081-ით დაიწყო, 11:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1220-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0975 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1280 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0640 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.10 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.14 ლარად.
აღსანიშნავია, რომ COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი.სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან 27 აგვისტოს ჩათვლით $329,65 მლნ გაყიდა.