ფინანსები
30/03/2022

BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.0785 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.0785-ით დაიწყო, 11:15 საათისთვის 1 დოლარი 3.0855-ის ნიშნულზე იყო, 11:35 საათისთვის კი 1 აშშ დოლარი 3.0755 ლარად ივაჭრება. ეს მარტის დასაწყისიდან ლარის გამყარების ყველაზე მაღალი ნიშნულია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1354 ლარი შეადგინა.

3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება Bloomberg-ის სისტემაში 3.2419 ლარი იყო.