ფინანსები
23/03/2023

ბიზნესის დაკრედიტება შემცირებულია

ბანკების პორტფელის სტრუქტურა შეიცვალა. სებ-ის  2023  წლის  მარტის ანალიტიკური მონაცემების მიხედვით,  მრეწველობის დაკრედიტების წილი  6%-მდეა (2022M01 -6.3%) შემცირებული.

სებ-ის სტატისტიკით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%პ-ით დაკლებულია მშენებლობის სექტორის დაფინანსების წილიც, რომელიც სებ-ის ბოლოდროინდელ რეგულაციებამდე პოზიციას მუდმივად ინარჩუნებდა.

ამის საპირისპიროდ გაზრდილია სამომხმარებლო დაკრედიტების წილი, 17.1%-მდე. სებ-მა საცალო სესხების  მოსათოკი რეგულაციები რამდენიმე ეტაპად შემოტანა, მოთხოვნის შემცირებისთვის, ინფლაციის მოთოკვის მიზნით, თუმცა კორპორაციულთან შედარებით გადაცემის მექანიზმი უფრო ნელია და ეფექტიც იგვიანებს.

იპოთეკური დაკრედიტება წლიურად მცირედით შემცირებულია, თუმცა, >21%-იანი ნიშნული კვლავ მყარად უჭირავს.

სებ-ის ინტერქტიული ცხრილებით,  იპოთეკური სესხების პორტფელი -  9.5 მლრდ ლარს, სამომხმარებლო კრედიტები - 7.8 მლრდ ლარს აღემატება.

მთლიანად, ბანკების საცალო პორტფელი 24.4 მლრდ ლარია. ბიზნეს დაკრედიტება კი  20 მლრდ ლარის ფარგლებშია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023