ფინანსები
25/01/2022
ბიზნესდაკრედიტება სამომხმარებლოზე სწრაფად იზრდება
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 01.01.2022-ისთვის ბანკებს 20.6 მლრდ ლარის სესხები აქვთ გაცემული. ბიზნესესხები ლარში 5.3%-ით (m.m), 6.92 მლრდ ლარამდე, უცხოურ ვალუტაში 4.7%-ით, 13.7 მლრდ ლარამდეა გაზრდილი.
სავალუტო სესების წლიური ზრდა 4%-ს არ აღემატება (01.01.2021 – ₾13.2 მლრდ), ლარის სესხები კი 28%-ით არის გაზრდილი 01.01.2021 – 5.4 მლრდ). სებ-ის სტატისტიკით, დეკემბერში 3.1%-ით (+ 646.6 მლნ m.m) 21.5 მლრდ ლარამდეა გაზრდილი საცალო დაკრედიტება.
მთლიანი პორტფელის დოლარიზაცია 50.84%-მდეა გაზრდილი.
სესხებიდან ბანკების შემოსავლები 4.2 მლრდ ლარია. ბიზნესდაკრედიტებიდან მიღებულზე მოდის 1.673 მლრდ ლარი, ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან სექტორს 2.3 მლრდ ლარის საპროცენტო შემოსავლები აქვს მიღებული.