ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის მიხედვით, საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულშია
“2020 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოსავლების სამსახურში განხორციელდა საგადასახადო ადმინისტრაციების დიაგნოსტიკური შეფასება, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია შეფასების 14 ინდიკატორი“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა საკუთარი უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას.
მისი ინფორმაციით, საჯარო ფინანსების გამჭირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის (OBS) მიხედვით, საქართველო კვლავ იმყოფება სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში.
საშუალოვადიან გამოწვევებად ფინანსთა მინისტრმა დაასახელა მთავრობის ვალის შემცირება, დეფიციტის შემცირება, კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მშპ-ს 8%-იან ნიშნულზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა, ფისკალური რისკების შემცირება, სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა.