ფინანსები
01/12/2020

ბირჟაზე "სილქნეტის" დეპოზიტარული ხელწერილები დაილისტა

„სილქნეტის“ დეპოზიტარული ხელწერილები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაეშვა.

ბირჟის ცნობით, 27 ნოემბრიდან სს „სილქნეტის“დეპოზიტარული ხელწერილი, რომლითაც წარმოდგენილია „ევრონექსთ დუბლინის“ რეგულირებულ საფონდო ბირჟაზე დაშვებულ იქნა ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში.

დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვება ფასიანი ქაღალდების ცენტრალურმა დეპოზიტარმა „სილქნეტის“ ევროობლიგაციების საფუძველზე განახორციელა.

საქართველოში გამოშვებული სს „სილქნეტის“ დეპოზიტარული ხელწერილების გადაცვლა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლების მეშვეობით შესაძლებელია სს „სილქნეტის“ მიერ უცხოეთში გამოშვებულ მათსავე ევროობლიგაციებში და პირიქით. აქედან გამომდინარე, დეპოზიტარული ხელწერილების შეძენით ინვესტორებს შეუძლიათ ირიბად შეიძინონ ევროოობლიგაციები და მცირე ტექნიკური განსხვავებების გათვალისწინებით პრაქტიკულად მიიღონ ევროობლიგაციების პირდაპირი შეძენის მსგავსი საინვესტიციო შედეგი.

უცხოური ფასიანი ქაღალდის ადგილობრივ ბაზარზე მიმოქცევის უზრუნველყოფა მისგან წარმოებული, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდის გამოშვების გზით, საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა საყოველთაოდ ცნობილ პრაქტიკას წარმოადგენს.

უცხოური ევროობლიგაციების გამოშვების პირობების თანახმად აღნიშნული ფასიანი ქაღალდების შეძენის მინიმალური ლოტი არის 200 ათასი აშშ დოლარი, რაც მოუხერხებელია ბევრი ინვესტორისთვის. მათგან განსხვავებით სს „სილქნეტის“ ევროობლიგაციების საფუძველზე გამოშვებული სს „სილქნეტის“ დეპოზიტარული ხელწერილების ნომინალური ღირებულება არის მხოლოდ 1,000 აშშ დოლარი და მათი ფლობა და აღრიცხვა უკვე შესაძლებელია დეპოზიტარის სააღრიცხვო-საანგარიშსწორებო სისტემაში საქართველოს იურისდიქციით.

ამასთან, საცალო ინვესტორების მიერ აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილებით ბირჟაზე ვაჭრობა შესაძლებელია, მათი შესაბამისი ევროობლიგაციებით ვაჭრობის პარალელურად, ბირჟის წევრი საბროკერო კომპანიების მეშვეობით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023