Beeline და თიბისი უზბეკეთში სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ
Beeline და თიბისი უზბეკეთში სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ. მხარეებმა მემორანდუმი უკვე გააფორმეს და ერთობლივი მომგებიანი პროექტების განხორციელებაზე მზადყოფნა გამოთქვეს.
როგორც repost.uz წერს, შეთანხმება Beeline -ს აბონენტებისთვის სხვადასხვა ციფრული არხების მეშვეობით, საბანკო ანგარიშებისა და ელექტრონული საფულეების გახსნას, ასევე საკრედიტო და სადეპოზიტო საბანკო პროდუქტების შეთავაზებას ითვალისწინებს. ბანკი და საკომუნიკაციო კომპანია ასევე გეგმავენ სკორინგის მოდელის ერთობლივ ტესტირებას და გაშვებას.
თიბისი ბანკში ამბობენ, რომ ტრადიციული ბანკინგის ტრანსფორმაციისთვის არასტანდარტული მოქმედებებია საჭირო და სწორედ ამ მიზნით მოხდა მოკავშირის შერჩევა.
„ვიპოვეთ ძლიერი მოკავშირე Beeline-ის სახით. მოხარულები ვართ, რომ წარმატებული და ტექნოლოგიური ტელეკომ-ოპერატორი იზიარებს ჩვენს ხედვებს და მზად არის თანამშრომლობისთვის ჩვენთან ერთად შექმნას მარტივი, გასაგები და გამჭვირვალე პროდუქტები უზბეკეთში. Beeline-ის არხებით ინოვაციური ფინანსური პროდუქტების შეთავაზება ჩვენს მომსახურებას ხელმისაწვდომს ხდის დიდი აუდიტორიისთვის“, - ამბობს უზბეკეთში TBC Bank-ის კომერციული დირექტორი ევგენი ვიშნევსკი.
მხარეები მიიჩნევენ, რომ ასეთი აქტუალური ერთობლივი მოქმედებება არის დიდი პოტენციალი არა მხოლოდ განვითარების, არამედ ახალი იდეების და მიდგომების აღმოჩენისთვის.
„პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს უკეთ გავიგოთ ჩვენი კლიენტების საჭიროებები, რათა დავადგინოთ და შევთავაზოთ მათ უფრო ეფექტური ციფრული გადაწყვეტილებები“, - მიიჩნევს ალიშერ ხამიდოვი, Beeline Uzbekistan -ის კომერციული დირექტორი.
ფოტო: repost.uz