ფოტო: ბაზისბანკი
ფინანსები
02/02/2022

ბაზისბანკში სესხის დამტკიცება მარტივდება

ბაზისბანკს სამომხმარებლო სესხებზე სააქციო შეთავაზება აქვს, რომლითაც სხვა ბანკის კრედიტების გაერთიანების მსურველს რეფინანსურებული სესხი უფრო მიმზიდველი პირობებით დაუმტკიცდება. ამასთან შესაძლებელია გადახდის 3-თვიანი საშეღავათო გრაფიკის არჩევა.

სესხი, ₾20 000-მდე მოცულობით, დისტანციურად 2 წუთში მტკიცდება.  საპროცენტო განაკვეთი (ნომინალური) 10.9%-დან განისაზღვრება, 4 წლამდე ვადიანობის კრედიტის განაკვეთი 15.9%-ის ფარგლებშია.

ბაზისბანკი საცალო დაკრედიტების ბაზარზე 373 მლნ ლარის პორტფელით არის წარმოდგენილი (კორპორაციული პორტფელი - 882 მლნ ლარი)

ბაზისბანკი       01.01.2022 (₾/%)

აქტივები

1 868 427 282

საზედამხ. კაპიტალი

   306 539 000

ROA

             2.5%

ROE

            16.4%

სესხები სულ

1 254 684 411

საცალო სესხები

   372 619 443

საცალო სავალუტო

   138 628 788

წყარო: ცენტრალური & კომერციული ბანკი