ფინანსები
10/03/2022

"ბაზისბანკმა" VTB ბანკის მსხვილი ბიზნეს პორტფელიც გადაიბარა

ბაზისბანკის მიერ VTB ბანკის საცალო ბიზნესის სრულად გადმობარების შემდეგ, ბანკმა შეთანხმებას მსხვილი ბიზნეს პორტფელის ნაწილის ბაზისბანკში მიგრაციაზეც მიაღწია.

კორპორატიული ბიზნესების გარკვეული ნაწილი კვლავ რჩება VTB-ში.

შეგახსენებთ, 200 ათასამდე საცალო მომხმარებელი, მათი მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო თუ საკრედიტო ანგარიშები, წარმატებით დამიგრირდა ბაზისბანკში და ისინი უკვე სარგებლობენ  მომსახურებით BB-ში.

ბაზისბანკმა გადმოიბარა დამატებით VTB ბანკის 21 ფილიალი, რის შედეგადაც, ბაზისბანკის სერვისცენტრებისა და ფილიალების ქსელი საქართველოს მასშტაბით, გაიზარდა 44-მდე. მნიშვნელოვანია, რომ როგორც VTB-ის საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებით  დასაქმებული  თანამშრომლების ძირითადი ნაწილი შეუერთდა ბაზისბანკის გუნდს.