
ფინანსები
06/07/2023
"ბაზისბანკმა" საბაზრო წილი გაზარდა
ბაზისბანკს სესხებიდან შემოსავლები 35%-ით გაეზარდა. 5 თვის ანგარიშით (01.06.2023) ბანკმა ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტებიდან 97 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო (01.06.2022 - 72.4 მლნ)
ბიზნეს დაკრედიტების და საცალოს წილი თითქმის თანაბარია. ₾42 მლნ კორპორაციული სესხებიდან ამონაგებია და ნახევარზე მეტი - ₾25 მლნ ვაჭრობა/მომსახურბის სფეროზე მოდის. 7 მლნ ლარის შემოსავალი კი ჰუალინგ ჯგუფის ბანკს (ჩუნური კაპიტალის) სამშენებლო სექტორის დაკრედიტებიდან აქვს მიღებული.
ბაზისბანკის საბაზრო წილი, აქტივების მიხედვით 4.4%; საკრედიტო დაბანდებით 4.5%-ია.
ბაზისბანკი | 01.06.23 ₾ | 01.06.22 ₾ |
აქტივები | 3 004 337 607 | 2 814 903 306 |
სესხები | 2 061 100 737 | 2 019 258 244 |
სა% შემოსავალი | 120 395 874 | 84 623 749 |
წმ მოგება | 20 550 051 | 29 992 155 |
წყარო: ბანკი