"ბაზისბანკმა" ლარში დეპოზიტების პორტფელი გაზარდა
“ბაზისბანკმა” ლარში დეპოზიტების პორტფელი გაზარდა. 1 ივლისის მდგომარეობით (H1/2021) ბანკში 264.05 მლნ-ის ლარის ანაბრებია განთავსებული.
"ბაზსიბანკის" არასაბანკო დეპოზიტების მთლიანი მოცულობა კი 803.8 მლნ ლარია. დოლარიზაციის კოეფიციენტი 67%-ია, შასაბამისად, სებ-ის ახლადამოქმედებული, სარეზერვო მოთხოვნით, სავალდებულო ნორმა 10%-მდე არ შეუმცირდება, თუმცა არც 25% დარჩება და დაიკლებს.
იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტებით, "ბაზისბანკი" 2.4% წილით, მე-8 პოზიციაზეა
H1/2021 ლარი
აქტივები |
1 643 409 663 |
სესხები |
1 079 646 359 |
დეპოზიტები |
803 800 000 |
წმინდა მოგება |
15 622 300 |
წყარო: კომერციული ბანკი
1 ივლისიდან ამოqმედებული სებ-ის ახალი რეგულაციით, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 10%-მდე მხოლოდ იმ ბანკს უმცირდება, რომლის პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 40% -მდეა.