ფინანსები
15/04/2022

ბაზისბანკმა დეპოზიტების პორტფელი გააორმაგა

ბაზისბანკმა დეპოზიტების პორტფელი 1.6 მლრდ ლარამდე გაზარდა და უმსხვილესი ბანკების TOP-4 -ში გადაინაცვლა. როგორც იცით, ჩინური ჰუალინგ ჯფუფის ბანკმა, პორტფელი, რუსული ვითიბისგან შეძენილი აქტივით გაიმსხვილა.

1 აპრილის მდგომარეობით (Q3/2022) მეანაბრეებისთვის, მათ შორის დეპოზიტარი ბანკებისთვის გადახდილი სარგებელი 10.5 მლნ ლარამდეა.

ბაზისბანკის სარგებელი ბაზარზე ყველაზე მიმზიდველია, სავალუტო ანაბრებზე სხვა ბანკების მიერ მინიმალურ, ზოგისგან კი განულებული სარგებლის  შეთავაზების რეალობაში. ლარში 1-წლიანი  ვადიანი ანაბრის წლიური სარგებელი 12%;  აშშ დოლარში 1.5%;  ევროში 1%-ია.

ამ დროისთვის ბაზისბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის (2-წლიანი) წლიური სარგებელი ლარში 13.1%, აშშ დოლარში 2.7%-ია. 

Q1/2022 -ის მდგომარეობით,  ბანკში ფიზიკური და იურიდიული პირების, 910 მლრდ ლარამდე ვადიანი ანაბარია განთავსებული, მათ შორის 57%  (523 მლნ ლარის) უცხოურ ვალუტაშია.

ბაზისბანკი  (₾, %)

 

Q1.2022

01.01.2022

ფიზ. პირ. დეპოზიტები

1.105 მლრდ

397 მლნ

იურიდიული პირების დეპ

   731 მლნ

481 მლნ

Fund cost*

     12%

 

აქტივები

 2 819 მლრდ

1 868 427 282

წყარო: კომერციული ბანკი

*დეპოზიტებზე გადახდილი პროცენტები/შემოსავალთან

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023