ბაზისბანკის საბავშვო ანაბარს ყველაზე მეტი სარგებელი ერიცხება
საბავშვო ანაბრის სარგებელი მცირდება. სისტემური ბანკებიდან შეთავაზება მხოლოდ საქართველოს ბანკს აქვს და სარგებელი ევროს დეპოზიტს აღარ ერიცხება.
ყველაზე მაღალი პროცენტის შეთავაზება ბაზისბანკისაა, ლარში 13.5%, ევროში 3%.
ბრიტანულ ფუნტში კი საბავშვო ანაბარი მხოლოდ საქართველოს ბანკში თავსდება.
პირობის დარღვევის შემთხვევაში ბანკების პირობები განსხვავებულია, ვითიბი, საქართველოს ბანკის და პროკრედიტი შემცირებული პროცენტით ანაზღაურებს. ტერა და ბაზისბანკი, მოთხოვნამდე და შემნახველი ანაბრის სარგებლით. ამასთან ყველა ბანკის მეანაბრეს მშობელს, ფულის (>1000 ₾) ვადამდე გატანისთვის სასამართლო ნებართვა ესაჭიროება(09/2020 დადგენილების შესაბამისად) საქართველოს ბანკისთვის კი ბავშვის ორივე მშობლის თანხმობა საკმარისია.
ბანკები საბავშვო ანაბარზე შეთავაზებული სარგებლით (%)
ბანკი | ₾ | $ | € | £ |
თიბისი ბანკი | - | - | - | - |
საქართველოს ბანკი | 12.35 | 0.75 | 0 | 0.85 |
ლიბერთი ბანკი | - | - | - | - |
ვითიბი ბანკი | 12.75 | 1.25 | 0.7 | - |
პროკრედიტ ბანკი | 8.5 | 2.2 | 1.0 | - |
ბაზისბანკი | 13.5 | 4.0 | 3.0 | - |
ტერა ბანკი | 12.2 | 2.75 | 1.5 | - |
წყარო: კომერციული ბანკები
ბანკების პირობები მსგავსია. ოდნავ განსხვავებული აქვს გერმანულ პროკრედიტს. მეანაბე ბავშვის მშობელს 20 ან 30 ლარიანი (სრული საბანკო მომსახურების თვიური საკომისიო) ანგარიშის გახსნა ევალება.
ბანკები საცალო დეპოზიტებით (01.12.2021)
ბანკები | ₾000 |
თიბისი ბანკი | 7,870,709 |
საქართველოს ბანკი | 7,821,222 |
ლიბერთი ბანკი | 1,202,349 |
ვითიბი ბანკი | 647,420 |
პროკრედიტ ბანკი | 471,548 |
ტერა ბანკი | 431,074 |
ბაზის ბანკი | 392,733 |
წყარო: კომერციული ბანკები