ფინანსები
15/03/2022
"ბაზისბანკის" მოგებამ ₾7.5 მლნ-ს გადააჭარბა
"ბაზისბანკის" მოგებამ 1 მარტისთვის 7.5 მლნ ლარს გადააჭარბა. თებერვალი იანვარზე მომგებიანი იყო (იანვრის მოგება - ₾3.07 მლნ)
ბანკის სასესხო პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 56%-ია. 1.03.2022 -ის მდგომარეობით, ბანკს 6.45 მლნ ლარის შემოსავალი ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან აქვს მიღებული. 13 მლნ ლარზე მეტია ბიზნესდაკრედიტებიდან, მათ შორის ₾6.6 მლნ ვაჭრობის და მომსახურების და 2.2 მლნ მშენებლობის სექტორის დაფინანსებიდან.
დეპოზიტებზე გადახდილი პროცენტის სახით BB-ს 5.3 მლნ ლარის ხარჯი აქვს გაწეული.
|
01.03.2022 ₾ |
აქტივები |
1 972 524 081 |
სესხები |
1 235 852 700 |
დეპოზიტები |
881 232 474 |
მოგება |
7 524 636 |
წყარო: კომერციული ბანკი
სესხების და დეპოზიტების პორტფელი ვითიბისგან შეძენილი ქეისების ( ₾ 800 მლნ სასესხო და ₾ 600 მლნ სადეპოზიტო) გარეშეა წარმოდგენილი.