ფინანსები
05/10/2023

ბაზისბანკის მხარდაჭერით ავლაბარში მულტიფუნქციური უბანი "არსენალი რეზიდენსი" შენდება

ბაზისბანკის მიერ გრძელდება დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა. ამჯერად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, გამორჩეული მულტიფუნქციური უბანი „არსენალი რეზიდენსი“ შენდება.

„არსენალი რეზიდენსი“ მოიცავს 4 დამოუკიდებელ საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, რომლის მშენებლობაც 2023 წლის იანვარში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია. ბაზისბანკის მიერ პროექტის განსახორციელებლად გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 5 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს.

ბინების  გარდა, კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზი, სპა და ფიტნესის სივრცეები, 500 ავტომობილზე გათვლილი ორდონიანი მიწისქვეშა პარკინგი. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება კაფე, რესტორანი, სუპერმარკეტი, აფთიაქი და ბანკი, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას მისცემს, ტერიტორიის დატოვების გარეშე მიიღონ სასურველი სერვისი.

პროექტის პირველი ბლოკი 2024 წლის დეკემბერში სრულდება და მობინადრეებს პრემიუმ მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებული იპოთეკური სესხით სარგებლობას სთავაზობს. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.

“არსენალი რეზიდენსი” გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით და ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ავთენტური, მშვიდი და ამავე დროს დინამიური გარემოთი აუცილებლად მიიზიდავს მათ, ვინც ბინას მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების გამო არ ირჩევს. ჩვენთან იცხოვრებენ ადამიანები ვისთვისაც მნიშვნელოვანია ემოციები, რომელსაც საცხოვრებელი გარემო ქმნის.“ - არსენალი რეზიდენსის დირექტორი, ლევან ქარუმიძე

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022