ფინანსები
15/03/2023

ბაზისბანკი წარმატებული 2022 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს

ბაზისბანკის 2022 წლის ფინანსური მაჩვენებლებით, ბანკის მთლიანი აქტივები წინა წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 68%-ით გამსხვილდა და 2.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს.

ბანკმა გასული წლის განმავლობაში,  ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა და იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 1.21 მილიარდ ლარს გადააჭარბა. პორტფელის ზრდამ 324 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 37%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით, ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების სამეულშია.

2022 წელს, საცალო სესხები 3-ჯერ გაიზარდა და 760 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტები გაორმაგდა და 911 მილიონი ლარი შეადგინა.

წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2,59% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) - 18,19%.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის საზედამხედველო კაპიტალის მოცულობა 467 მილიონ ლარს შეადგენს.

„ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ საუკეთესო საბანკო გამოცდილება და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბანკთან ურთიერთობა. შესაბამისად, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას. 2022 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და განსაკუთრებული შედეგები აჩვენა ბაზისბანკის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით. შედეგად, ბანკის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები დინამიურად გაიზარდა. ჩვენს მიერ დასახული ამბიციური გეგმები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკეთესო მომსახურება გვარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ" - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023