ბაზისბანკი Signify პლატფორმაზე შევიდა
ბაზისბანკი სესხების გაცემას ელექტრონული ხელმოწერით იწყებს. პირველ ეტაპზე, ამ დროისთვის საპილოტე პროექტში იპოთეკური სესხები მონაწილეობს.
იპოთეკარის ელექტრონულ ფაქსიმილიას ბანკის სერვისცენტრში ხელშეკრულებაზე დამოწმებული ხელმოწერის ძალა აქვს. ამისთვის ბაზისბანკი signify.ge-ს იყენებს, სადაც 3 116 მიმღებისთვის (კომპანია) 3 943 კლიენტის 48 321 ხელშეკრულებაა ელექტრონულად გაფორმებული.
პლატფორმის პარტნიორებს შორისაა სადაზღვევო კომპანიები, სათამაშო ბაზრის ოპერატორები. საბანკო სექტორიდან ბაზისბანკი პირველია, რომლის კლიენტი აღნიშნული პლატფორმით ისარგებლებს. თუმცა ელექტრონული ხელმოწერა, ამ პლატფორმის გარეშე, სხვა ბანკებსაც აქვს დანერგილი, მათ შორის თიბისის მობალიბანკის მეშვეობით.
ბაზისბანკი საცალო დაკრედიტების ბაზარზე 373 მლნ ლარის პორტფელით არის წარმოდგენილი (კორპორაციული პორტფელი - 882 მლნ ლარი)
ბაზისბანკი 01.01.2022 (₾/%)
საბაზრო წილი პორტფელით |
2.91% |
სესხები სულ |
1 254 684 411 |
საცალო სესხები |
372 619 443 |
საცალო სავალუტო |
138 628 788 |
წყარო: ცენტრალური & კომერციული ბანკი