ფინანსები
14/02/2023

ბაზისბანკი შეღავათიანი აგრო კრედიტის თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო

ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში, აგრო პროექტების მიმართულებით, ბანკის მიერ მრავალი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი დაფინანსდა.

თხილის ბიზნესში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფომ, მეთხილე ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგრო კრედიტით. სახელმწიფოს მიერ სესხის თანადაფინანსება 8%-ით, 12 თვის ვადით ხორციელდება. სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში და მისი მოცულობა 1 ჰექტარზე 2000 ლარს შეადგენს.

შეღავათიანი აგრო კრედიტის მიზნობრიობას პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების ხარჯების დაფინანსება წარმოადგენს.

„ბაზისბანკი პირველივე დღიდან არის ჩართული პროგრამაში და აქტიურად ვახორციელებთ აგრო პროექტების დაფინანსებას. მომავალშიც მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და აგრო ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია თხილის მაღალხარისხიანი მოსავლის მიღება, რადგან ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. ამ სექტორში შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება ავტომატურად გამოიწვევს ხარისხის გაუმჯობესებასა და პროდუქციის სარეალიზაციო ფასის ზრდას.“ - აღნიშნა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023