
ბაზისბანკი მომსახურების ტარიფს ცვლის
"ბაზისბანკი" მომსახურების პირობებს ცვლის. 1.10/2023-დან, ყველას პაკეტური მომსახურება ჩაერთვება, რომელიც მოიცავს მულტისავალუტო ანგარიშებს და დისტანციურ არხებს.
მომხმარებელი სასურველ სერვისს ან პაკეტს აირჩევს და ინტერნეტბანკშიც თავად დარეგისტრირდება.
პაკეტური მომსახურების თვის ტარიფი 2 ლარია. ბაზისბანკის ინტერნეტბანკის არსებული მომხმარებელი, რომელიც მომსახურებაში 1.5 ლარს იხდის, 2 ლარს, ნოემბრიდან გადაიხდის (ოქტომბრის საფასურს).
ბაზისბანკის მსეხებელს ან დეპოზიტარს, რომელსაც ფასიანი მომსახურება არ სურს, შეუძლია ახალი პაკეტი, ავტომატური ჩართვის შემდეგ, ფილიალში განაცხადის საფუძველზე გაიუქმოს. ან, ოქტომბრამდე შეცვალოს მიმდინარე ანგარიში, რომელიც ოქტომბრიდან ფასიანი ხდება.
მსესხებელს სესხის მომსახურების ანგარიშს გაუხსნიან. დეპოზიტარს კი სადეპოზიტოს. თვითმომსახურების ტერმინალში სესხის პროცენტის გადახდისას კვლავ მიმდინარე ანგარიში გამოჩნდება, რამაც მსესეხებელი არ უნდა დააბნიოს. სხვა არხით გადახდისას, მ.შ. სხვა პირისგან მისთვის ფულის ჩარიცხვისას, რეკვიზიტების შეცვლა გახდება საჭირო.
ჰუალინგ ჯგუფის ბანკი (ჩინური კაპიტალის) აქტივების მიხედვით მე-4 -ა. ბანკს ფიზიკური და იურიდიული პირებისგან 2 მლრდ ლარზე მეტი დეპოზიტები აქვს მოზიდული და 2,2 მლრდ -მდე სესხეები გაცემული.
H1/2023
IFRS-ით | Gaap-ით | |
აქტივები | 3 172 848 426 | 3,100,242,921 |
სესხები | 2 172 730 085 | 2,177,665,205 |
დეპოზიტები | 2 002 568 504 | 1,889,878,542 |
ROA | 2.0% | 1.55% |
ROE | 13.6% | 12.13% |
საზ. კაპიტალი | 475 572 995 | 486,196,000 |
წმინდა მოგება | 31 247 649 | 23,596,493 |
₾ |
წყარო: კომერციული ბანკი