ფინანსები
14/03/2020

ბაზისბანკი ფიზიკურ პირებს სესხებზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

ბაზისბანკი ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ ბაზისბანკის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით, სამთვიანი საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც სესხის ძირზე, ასევე პროცენტზე.

ბანკის ცნობით, დეტალებთან დაკავშირებით თითოეულ მომხმარებელთან  მოხდება კომუნიკაცია და ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება დისტანციურად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე.

ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდების მიზნით, ბაზისბანკი მომხმარებელს დისტანციური საბანკო სერვისებით სარგებლობას ურჩევს.

ბაზისბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად: ნებისმიერი კომუნალური თუ საკომუნიკაციო გადასახადების გადახდა უფასოდ, საკუთარი ანგარიშების კონტროლი, გადარიცხვები ლარსა თუ უცხოურ ვალუტაში, სესხის აღება მომენტალურად და სხვა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ http://www.basisbank.ge/ge/remote_services/.

“შესაბამის სახელმწიფო  უწყებებთან თანამშრომლობით, პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულობით, რეკომენდაციების გათვალისწინებით და ერთობლივი ძალისხმევით, დარწმუნებულები ვართ, რომ სირთულეებს  უახლოეს მომავალში დავძლევთ!” – ნათქვამია ბანკის გავრცელებულ განცხადებაში.

Businesspartner