ფინანსები
19/04/2023

ბაზისბანკი 500 ლარზე ნაკლებ სესხს აღარ გასცემს

გადარიცხვის 0.07%-იან საკომისიოს ბაზისბანკიც ცვლის. 1-ლი მაისიდან სხვა ბანკის ანგარიშზე გადარიცხვის ცვლად ტარიფებს ფიქსირებული შეცვლის. 

არსებული 0.07%, მინ. 0.90 ლარის ნაცვლად ფიქსირებული 1 ლარიანი საკომისიო დაწესდება 1 000 ლარამდე ტრანზაქციებზე. ₾10 000-მდე - ₾2, ₾100 000-მდე - ₾5  და ₾100 000-დან ₾50.

იცვლება იურიდიული პირის მომსახურების ტარიფიც, მოცულობის პროპორციულად -1/5/10/100 ლარი. 

დისტანციურთან ერთად  ფილიალიდან გადარიცხვებიც განახლებული სატარიფო სქემით იწარმოებს. იურიდიული პირებისთვის საკომისიო 4/10/20/200 ლარით  განისაზღვრება. საცალო მომხმარებლისთვის 4/10/100 ლარით.

სავალუტო ტრანზაქციებზე ტარიფები ნარჩუნდება.

სამაისოდ, მომსახურების პირობებში სხვა ცვლილებები არ შედის. მანამდე კი გაიზარდა სამომხმარებლო სესხის მინიმალური ლიმიტი ₾500-მდე. განვადება კვლავ ₾200-დან გაიცემა (₾ 10 000 -მდე) , რომელიც მხოლოდ  ჰუალინგის (სავაჭრო ცენტრი) მაღაზია-სალონებში მოქმედებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023