ფინანსები
07/10/2020
ბაზარი სესხების გაიაფების მოლოდინში
თვის ბოლოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთზე იმსჯელებს.
ინფლაციის კლების ფონზე, საფინანსო სექტორის მარეგულირებელმა შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს. ეს კი საპროცენტო სესხების განაკვეთის შემცირების წინაპირობა იქნება.
ბაზრის მოთამაშეები მსგავსი სცენარის განვითარებას ელიან და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას არც 2021 წელს პროგნოზირებენ. თუმცა, ამბობენ, რომ ამ ფულის ღირებულებაზე შესაძლოა გავლენა რეგიონში არსებული ვითარებამაც მოახდინოს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა 16 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა.