ფინანსები
04/08/2020

ბაზარი მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინშია

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი სებ-ის 5 აგვიტოს მპკ-ისგან მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილებას ელის.

ალაქსანდრე ძნელაძის განაკვეთის შემცირება, პანდემიის შოკში არსებული ეკონომიკისთვის, ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალურია. ამასთან ექსპორტ/იმპორტის ბალანსის და ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიახლოებაზე მიანიშნებს. აღნიშნული მოცემულობა კი პოლიტიკის შერბილების მიზანშეწონილობაზე.

სებ-მა 8.5%-მდე შერბილების გადაწყვეტილება წინა მპკ-ზე აპრილის ბოლოს მიიღო. მაისის მიწურულს კი პანდემიის ზეგავლენით, გლობალური მოთხოვნის შემცირებით, ინფლაციის უპირობო კლების მოლოდინზე განაცხადა. რაც რეფინანსირების განაკვეთის დაწევის შესაძლებლობას იძლევა.

COVID-19-ით შექმნილ ახალ გამოწვევებზე და ახალ რეალობაზე ბაზარიც აცხადებს, მათ შორის კურსის წონასწორობის ახალ ნიშნულზე - $1/₾3 და იმაზეც რომ ზედმეტად გამყარებით ამ წონასწორობის დაკარგვა ლარისთვის და ეკონომიკისთვის უარესიც შეიძლბა იყოს.

Businesspartner