ბაზარი იპოთეკური დაკრედიტების მოლოდინში
თიბისი კაპიტალი მომავალი კვირიდან უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის. მიზეზი უკვე ამოქმედებული იპოთეკური დაკრედიტებაა.
ამ ეტაპზე საინვესტიციო ბანკი ბაზარზე მცირედ გაუმჯობესებაზე აცხადებს.
წლიურ ჭრილში 21 ივნისის კვირაში გაცემული იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო მაჩვენებელი ისევ გაუარესებულია და -32% შეადგინა. ორი კვირის წინ ნახტომი 2019 წლის ივნისის სუსტმა ბაზისმა გამოიწვია, თუმცა ახალი იპოთეკური სესხების გაცემები 2020 წლის იანვარ-თებერვლის ყოველკვირეულ საშუალოსთან შედარებით 16%-ით არის შემცირებული და გაუმჯობესების შედარებით სტაბილურ ტენდენციას აჩვენებს.
18 ივნისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო მაჩვენებლის ცვლილება წინა კვირის მაჩვენებელთან (-45% წ/წ) შედარებით მცირედ გაუმჯობესდა და წ/წ -41% შეადგინა. იან-თებ პერიოდის საშუალოსთან შედარებით პერიოდთან
შედარებით კლება -21%-ს შეადგენს.
5 წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ის სუბსიდირებას მოახდენს.
მთავრობის გაცხადებით სუბსიდირება შეეხება ყველა კრედიტს, რომელიც გაფორმდება წლის ბოლომდე, თუმცა პირობა მხოლოდ 200 0000 ლარის სესხზე მოქმედებს. სულ გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი.
მეორე მხრივ სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას 20%-ის, გარანტიაც 5 წლიანი და ვრცელდებაწლის ბოლომდე დამტკიცებულ სესხებზე. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი 14 მლნ-ია.