ფინანსები
18/04/2023

ბანკი "კრედო" დაჯარიმდა

ეროვნული ბანკი (სებ) "კრედოს" 30 000 ლარით დაჯარიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს. მარეგულირებლის ცნობით, ბანკი კრედო AML კანონის რამდენიმე მოთხოვნის იგნორირებისთვის დაჯარიმდა, მათ შორის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სებ-ისთვის არასწორად წარდგენის (2 შემთხვევის) გამო.

ასევე პოლიტიკოსი კლიენტის მიმართ, ამავე კანონით გაწერილი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, რომელიც ბანკს ავალდებულებს მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად, მ.შ. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის (21-ე მუხლის აღნიშნული ნაწილი ამოქმედდა 2023 წლიდან).

არ ჩატარებულა გაძლიერებული მონიტორინგი, მათ შორის, რისკების მართვის ღონისძიებების რაოდენობის გაზრდაზე, რომლის მიზანია იმ გარიგებათა დაჯგუფება, რომლებიც შემდგომ დამატებით შესწავლას საჭიროებს.

კრედო რეგიონული ბანკის კატეგორიაში გადის,  სისტემაშემქმნელ ბანკებისგან შორს დგას (შესაბამისად სებ-ი კაპიტალის დამატებით მოთხოვნებს არ უწესებს), თუმცა უმსხვილეს ბანკებს მომგებიანობის და აქტივების ზრდის მაჩვენებლით უახლოვდება 

კრედოს საბაზრო პოზიცია                                

საბაზრო წილი

03/2023 

აქტივები

3.3%

სესხები

4.1%

წმ საკომისიო შემოსავლები

12.6

წმ მოგება

4.7%

წყარო: კომერციული ბანკი

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023