
ბანკებში ვადიანი ანაბრები ₾130 მლნ-ით შემცირდა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი მაისისათვის 37.23 მლრდ ლარი შეადგინა. აპრილში 127.20 მლნ ლარით ზრდაა (+0,34% m.m). სებ-ის სტატისტიკით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე თვის ზრდა 1.7%-ია.
აპრილში ვადიანი დეპოზიტები 132 მლნ ლარით შემცირებულია, რაც ძირითადად კურსის ეფექტითაა (შარშან ანალოგიურ თვეში ზრდა იყო ₾ 212 მლნ -ით), რადგან ვადიანი ანაბრების 70%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია, დოლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების გამო, ლარში ექვივალენტი თანხა ნაკლებია.
წლიურად ფიზიკური და იურიდიული პირების ანაბრები 4.5%-ით გაზრდილია (01.05.2021- 35.6 მლრდ). დოლარიზაციის კოეფიციენტი 3%პ -ით არის შემცირებული 59.5%-მდე (01.05.2021 – 62.7%.
ბანკები ფიზ/იურ. პირების დეპოზიტებით და გადახდილი %%-ით (01.05.2022)
|
000 ლარი |
000 ლარი |
თიბისი |
14,718,433 |
177,690 |
საქართველოს ბანკი |
14,226,813 |
175,353 |
ლიბერთი |
2,387,992 |
47,037 |
ბაზისბანკი |
1,657,637 |
15,484 |
ქართუ ბანკი |
1,228,215 |
7,881 |
პროკრედიტ ბანკი |
976,382 |
6,915 |
წყარო: სებ-ი