ფინანსები
14/07/2021

ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიდან ბიუჯეტი წელს დამატებით ₾70 მლნ-ს მიიღებს

კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიდან სახელმწიფო ბიუჯეტი 2021 წელს დამატებით 70 მლნ ლარის მიიღებს.

ბიუჯეტის ახალი პროექტით, საპროცენტო შემოსავლებიდან მისაღები შემოსავლები 150 მლნ-ის ნაცვლად, 220 მლნ ლარით განისაზღვრა.

5 თვის მონაცემებით, საპროცენტო შემოსავლებიდან 104 მლნ ლარია მობილიზებული.

 

 

Businesspartner