ფინანსები
27/11/2020

ბანკებში დეპოზიტების მოცულობა 1 თვეში ₾561 მლნ-ით შემცირდა

საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 1-ელი ნოემბრისათვის ბანკებში 32,28 მლრდ ლარის დეპოზიტები იყო განთავსებული.

ბოლო 1 თვეში დეპოზიტების გადინებამ 561 მლნ ლარი შეადგინა.

ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 6.27% შეადგინა. მათ შორის ლარის ანაბრებზე 8.3%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.36% იყო.

აღსანიშნაია, რომ შემცირდა დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტიც, რამაც 37.75 % შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადად დანაზოგი უცხოურ ვალუტაში კეთდება.